ჩვენ შესახებ

კომპანია MK DEVELOPMENT 2013 წლის 10 მაისს დაარსდა. ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც თითოეული ადამიანი თავს ჰარმონიაში იგრძნობს.

კომპანია დაარსების დღიდან ქმნის საინტერესო პროექტებს, სადაც მომხმარებლის ყველა სურვილი და საჭიროებაა გათვალისწინებული.

ჩვენი პროექტები გამოირჩევა ინდივიდუალური მიდგომით თითოეულ მომხმარებელთან. MK DEVELOPMENT დაკომპლექტებულია კვალიფიციური და გამოცდილი პროფესიონალებით. მშენებლობა ხორციელდება გამოცდილი ინჟინრებისა და კონსტრუქტორების ზედამხედველობით,რაც არის  პროექტის კონსტრუქციული სიმტკიცის გარანტი.

კომპანიას წარმატებით აქვს შესრულებული ადგილობრივი და ასევე საერთაშორისო პროექტები, რაც ფაქტობრივად ასახავს მის გამოცდილებას და მუშაობის ხარისხს.

MK DEVELOPMENT-ის ორგანიზაციული სტრუქტურა უნიკალურია იმით, რომ დეველოპმენტში ჩართული სხვადასხვა დარგი მოქცეულია ერთ სივრცეში ერთი დეველოპერის გარშემო, ხოლო საბოლოო პროდუქტის მიღებისას ყველა თანამშრომელი გრძნობს თუ რა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მისი შექმნის პროცესში. წინ ახალი საინტერესო პროექტები გველის .

მუდამ თქვენს სამსახურში - კომპანია MK DEVELOPMENT